ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები საკუთარ მთავრობას დაუპირისპირდა - კოსოვოსთან მაყურებლით გვათამაშეთ ან მატჩი გადადეთ
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები საკუთარ მთავრობას დაუპირისპირდა - კოსოვოსთან მაყურებლით გვათამაშეთ ან მატჩი გადადეთ

ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიამ 26 მარტს, სკოპიეში, შესაძლოა, კოსოვოს უმაყურებლოდ უმასპინძლოს.

მიზეზი კორონავირუსის საფრთხეა. ჩრდილოეთ ამკედონიის მთავრობამ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ უახლოეს 30 დღეში ყველა სპორტული ღონისძიება მაყურებლის გარეშე ჩატარდეს. ამან მაკედონიელთა აღშფოთება გამოიწვია და ქუჩაში გამოვიდნენ მოთხოვნით – ან დაგვიშვით საფეხბურთო მატჩზე ან გადადეთ მატჩი.

ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი და ეროვნული ნაკრების წევრები ამ მოთხოვნებს შეუერთდნენ და სოციალურ ქსელებში საკუთარ პროფილებზე გამოაქვეყნეს მოწოდება კოსოვოსთან მატჩის გადადების შესახებ.

„ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუციების დამოკიდებულებებს და რეკომენდაციებს ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მაგრამ მაკედონიას აქვს ისტორიული შანსი, მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. გვსურს, რომ კოსოვოსთან სახლის მატჩი სავსე ტრიბუნების წინაშე, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით ვითამაშოთ და გამარჯვება ერთად აღვნიშნოთ. მაყურებლის გარეშე ასეთი მატჩის გამართვა მიუღებელია. გადადეთ მატჩი, უპირველესად, ადამიანთა ჯანმრთელობისთვის, ასევე სპორტული ღირებულებებისა და შედეგების სამართლიანობისთვის“ – ნათქვამია იგორ ანგელოვსკის წერილში.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური მოწოდებით ჩრდილოეთ მაკედონისი ნაკრებსი კაპიტანი, ცნობილი თავდამსხმელი გორან პანდევი გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს მატჩის გამარჯვებული 31 მარტს ესტუმრება საქართველო-ბელარუსის ნაკრებების შეხვედრის მომგებს და გამარჯვებული ევრო2020-ზე ითამაშებს.