ჩრდილოეთ მაკედონიის მწვრთნელი - საქართველოს ბევრჯერ ვითამაშეთ, რთულ ჯგუფში მოვხვდით #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის მწვრთნელი - საქართველოს ბევრჯერ ვითამაშეთ, რთულ ჯგუფში მოვხვდით #1TVSPORT

უეფა-ს ერთა ლიგის C ლიგის ახალ გათამაშებაში საქართველოს ნაკრები „დ“ ჯგუფში მოხვდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ბულგარეთთან და გიბრალტართან ერთად.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელმა, ბლაგოი მილევსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის ახალი სეზონის წილისყრის შედეგებზე. მისი თქმით, გუნდს მაღალი დონის მეტოქეებთან რთული მატჩები ელის, რაც, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებისგან სერიოზულ მიდგომას და მაქსიმალურ ვალდებულებას მოითხოვს.

„ჯგუფი რთულია, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში ადვილი მეტოქე და წინასწარ დათვლილი ქულები არ არსებობს. უნდა ველოდოთ სერიოზულ მატჩებს. საქართველო ის გუნდია, რომლის წინააღმდეგაც ბოლო პერიოდში ბევრჯერ ვითამაშეთ. ბულგარეთი ევროპის ჩემპიონ იტალიას დაუზავდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე მნიშვნელოვან პროგრესს გამოცდის. გიბრალტარი, რა თქმა უნდა, არ არის იგივე დონის გუნდი, მაგრამ იოლად არაფერს დათმობს“, – ამბობს ბლაგოი მილევსკი.

ბალკანური ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი პირველობისთვის იბრძოლებს:

„ჩრდილოეთ მაკედონიამ ყველა მატჩი მაღალ დონეზე უნდა ჩაატაროს. დღევანდელი ფეხბურთი უბრალოდ სხვა მიდგომას ვერ იტანს. ფეხბურთელებისგან ყველა მატჩში მაქსიმალურ თავდადებას ვთხოვთ“.

დატოვე კომენტარი