ჩრდილოეთ მაკედონიელთა პრობლემა - მთავარი თავდამსხმელი უთამაშებელია და „უდინეზედან“ მიდის
იანვარში, შესაძლოა, ჩრდილოეთ მაკედონიისა და „უდინეზეს“ თავდამსხმელმა, ილია ნესტოროვსკიმ კლუბის შეცვალოს, – ინფორმაციას Tutu Udinese ავრცელებს.
ჩვენთვის ინფორმაცია მნიშვნელოვანი იმის გამო გახდა, რომ ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება, სადაც ნესტოროვსკი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, მის თავს კი კარგი ამბები არ ხდება.
გამოცემის ცნობით, „უდინეზეს“ თავდამსხმელი და ბალკანელთა ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელი, შესაძლოა, ზამთარში „სპეციაში“ გადავიდეს, რომელიც „უდინეზეს“ მსგავსად სერია „ა“-ში ასპარეზობს.
„აშკარაა, რომ ნესტორი „უდინეზეში“ ცუდად თამაშობს. მას არ აქვს საჭირო წუთები და რა თქმა უნდა, გოლებიც არ გაუტანია, რისთვისაც „პალერმოდან“ გადმოიყვანეს“, – წერს იტალიური გამოცემა.
30 წლის ილია ნესტოროვსკიმ მიმდინარე სეზონში „უდინეზეში“ სამი მატჩი ჩაატარა, სამივე შეცვლაზე და ჯამში მხოლოდ 42 წუთი ითამაშა. მანამდე ჩრდილოეთ მაკედონიელი თავდამსხმელი „პალერმოში“ საკმაოდ შედეგიანი მოთამაშე იყო (94 მატჩი, 38 გოლი)
ჩრდილოეთ მაკედონიური გამოცემა „სპორტმედია“ კი ამტკიცებს, რომ მათი თავდამსხმელით რანგით დაბალი ლიგის კლუბში გადავა: „საკითხავია, გაუშვებს კი „უდინეზე“ ნესტოროვსკის „სპეციაში“, რადგან მიმდინარე სეზონში ორივე კლუბი ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და ერთმანეთის კონკურენტები არიან. თავად ნესტოროვსკის ურჩევნია, „უდინზედან“ თუ წავა, სერია B-ის კლუბში ითამაშოს, რომელშიც მისი ტრანსფერით არანაკლებად არის დაინტერესებული“.