ერთა ლიგის ც4 ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, მეორე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა – გიბრალტარმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
ბალკანელებმა მასპინძლების წინააღმდეგობა იოლად დაძლიეს და კომფორტულ უპირატესობას საწყის წუთებში მიაღწიეს. მე-5 წუთზე ჩრდილომაკედონიელები ენის ბარდიმ დააწინაურა, ხოლო 21-ე წუთზე გიბრალტარის კარი მეორედ ბობან ნიკოლოვმა აიღო – 0:2.
გიბრალტარი – ჩრდ. მაკედონია 0:2
გოლები: 0:1 ენის ბარდი (5), 0:2 ბობან ნიკოლოვი (21)
სტადიონი: ვიქტორია (გიბრალტარი, გიბრალტარი), 703 მაყურებელი (14% 5000 ტევადობით)
მსაჯი: ალენ დურიე (ლუქსემბურგი)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ც4 ჯგუფში პირველი ორი მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო – 4:0 თბილისში გიბრალტართან, ხოლო 2:5 რაგრადში ბულგარეთთან.
ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფში ასპროცენტიანი მაჩვენებლით, 6 ქულით ლიდერობს. 4 ქულით მეორეზე ჩრდილოეთ მაკედონიაა, 1 ქულა აქვს მესამეზე მყოფ ბულგარეთს, ხოლო გიბრალტარი ბოლო პოზიციაზეა (უქულოდ).
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 9 ივნისს სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს.