ჩრდილოეთ კორეაში ჟურნალისტები ბირთვული ცდების ჩასატარებელი პოლიგონის დახურვას დაესწრებიან
ჩრდილოეთ კორეაში ჟურნალისტები ბირთვული ცდების ჩასატარებელი პოლიგონის დახურვას დაესწრებიან

ჩრდილოეთ კორეაში სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ჟურნალისტები ბირთვული ცდების ჩასატარებელი პოლიგონის დახურვას დაესწრებიან.

მათ შორის არიან Associated Press, CNN, CBS, Russia Today-სა და ჩინეთის მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

პოლიგონის დახურვის გადაწყვეტილება ფხენიანმა სამხრეთ კორეასა და აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების ფარგლებში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 12 ივნისს, სინგაპურში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრაა დაგეგმილი.