მედიის ცნობით, ბელგოროდის სამხედრო ოლქის პოლიგონზე ორმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაიღუპა 11 და დაშავდა 15 ადამიანი

23:49, 15.10.2022

რუსეთში, ბელგოროდის დასავლეთ სამხედრო ოლქის პოლიგონზე ორმა პირმა ცეცხლი გახსნა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ადასტურებენ, რომ დაღუპულია 11 და დაშავებულია 15 ადამიანი.

მედიის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ორივე თავდამსხმელი. ისინი სავარაუდოდ ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან, რომლებმაც ცეცხლი სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში სწავლების დროს გახსნეს.

მსგავსი