უკრაინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, როვნოს ოლქში მდებარე პოლიგონზე სამხედრო სწავლების დროს აფეთქებას სამი სამხედრო ემსხვერპლა, კიდევ ცხრამ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
ინფორმაციას მომხდარის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 05:55 საათზე მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, პოლიგონზე ნაღმმტყორცნი აფეთქდა. ამჟამად ტაქტიკური სამხედრო წვრთნა შეჩერებულია. დაწყებულია გამოძიება.