ჩრდილოეთ ირლანდიის თასის მატჩში 14 წლის მეკარემ ითამაშა

08:14, 30.11.2017

ჩრდილოეთ ირლანდიაში პირველი გუნდების დონეზე ოფიციალური საფეხბურთო მატჩი ჩაატარა 14 წლის მეკარემ.
ქვეყნის თასის გათამაშების ნახევარფინალში “გლენავონის” ძირითად შემადგენლობაში კონორ ბირნმა ითამაშა, რომელიც სადებიუტო მატჩის მომენტში 14 წლის იყო. ეს არის პროფესიული და ნახევრად პროფესიული გუნდებისთვის ასაკობრივი რეკორდი.
გლენავონი” “პორტდაუნს” ეთამაშებოდა და 2:1 მოუგო, რითაც თასის გათამაშების ფინალში გააღწია.
ბირნიგლენავონის” აკადემიის აღზრდილია

მსგავსი