ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ

ისტორიული შეხვედრიდან ერთი თვის თავზე, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში კიდევ ერთხელ შეხვდნენ. ინფორმაციას სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. კიმ ჩენ ინმა და მუნ ჯეი ინმა ორი საათის განმავლობაში ისაუბრეს და ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს. მათ შორის, საუბარი შეეხო აშშ-ჩრდილოეთ კორეის მომავალ სამიტსაც.

შეხვედრის თაობაზე უფრო დეტალურ განცხადებას პრეზიდენტი მუნ ჯეი ინი კვირას გააკეთებს. მოულოდნელი შეხვედრა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ინიციატივით მას შემდეგ დაიგეგმა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 ივნისს სინგაპურში ჩანიშნული აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტის გაუქმების შესახებ განაცხადა. თუმცა, ერთი დღის შემდეგ, ფხენიანიდან წამოსული პოზიტიური გზავნილების გამო, კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შესაძლებლობა არ გამორიცხა.