ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ სარკინიგზო და საავტომობილო გზები სიმბოლურად გააერთიანეს
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ სარკინიგზო და საავტომობილო გზები სიმბოლურად გააერთიანეს. საზეიმო ცერემონიალი ჩრდილოეთ კორეაში სადგურ პხანმუნზე გაიმართა.
ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ კორეელი მინისტრები, გაერო-ს, რუსეთის, ჩინეთისა და მონღოლეთის წარმომადგენლები.
ორი კორეის სტრატეგიული ამოცანა ევრაზიულ კონტინენტთან სატრანსპორტო კავშირის დამყარება და ეკონომიკის სფეროში კავშირების განმტკიცებაა.
მომავალში დაგეგმილია კორეული რკინიგზის დაკავშირება ტრანს-ციმბირულ მაგისტრალთან. შედეგად კი, კორეიდან მატარებლით ტვირთს ევროპაში ჩაიტანენ. თუმცა, ამისთვის საჭირო იქნება ჩრდილოეთ კორეაში ლიანდაგის მოდერნიზაცია.
ორ კორეას შორის სარკინიგზო მიმოსვლა უკვე 30 წელია ფაქტობრივად შეწყვეტილია. სარკინიგზო გზების გაერთიანების ბოლო მცდელობა კორეის ნახევარკუნძულზე 2008 წელს ჰქონდათ, თუმცა ერთი წლის შემდეგ ეს ინიციატივა ჩაიშალა.