ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სამხრეთ კორეასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება სურს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სამხრეთ კორეასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება სურს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 2019 წელს სამხრეთ კორეასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება სურს. სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯე ინს პერსონალური წერილი გაუგზავნა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 2019 წელს სამხრეთ კორეელ კოლეგასთან შეხვედრა და ერთობლივი ძალებით კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება სურს.

მოგვიანებით სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სოციალური მედიის საშუალებით ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეის ხელისუფლებას სურს, რომ კიმ ჩენ ინი სეულში მიიღოს.

ორ კორეას შორის ურთიერთობების უპრეცედენტო დათბობის ფარგლებში, 2018 წელს ქვეყნის ლიდერებმა სამი შეხვედრა გამართეს.