ჩოგბურთი | საბა ფურცელაძე შარმ ელ შეიხის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია, როგორც ერთეულებში, ასევე წყვილებში #1TVSPORT
ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა, საბა ფურცელაძემ შესანიშნავად იასპარეზა.
21 წლის სპორტსმენი წყვილთა თანრიგში გახდა ჩემპიონი და პირველობა ერთეულებშიც იზეიმა.
ერთეულთა შეჯიბრში საბა ფურცელაძე მეექვსე ნომრად იყო განთესილი და ხუთი მეტოქე დაამარცხა. წყვილთა ტურნირში კი საბა ფურცელაძე სლოვაკ პოკორნისთან ერთად ასპარეზობდა.
ქართულ-სლოვაკურმა დუეტმა ფინალში გერმანელი იაკობ შნაიტერი და ლუქსემბურგელი ალექს კნაფი დაამარცხა – 6:3, 6:4.