ჩოგბურთი | საბა ფურცელაძე ასტანის ტურნირის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ასტანაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა, საბა ფურცელაძემ ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში მან ნეიტრალური დროშით გამომსვლელი ევგენი კარლოვსკი ორ სეტში, 6:0, 6:4 დაამარცხა.
საბამ მატჩი ძალიან აქტიურად დაიწყო, პირველ სეტში მეტოქეს თავისი თამაშის ჩვენების საშუალება არ მისცა და სეტი გეიმის წაუგებლად, 24 წუთში დაასრულა.
ფურცელაძემ მეორე სეტში ბრეიქის შესრულება მეხუთე გეიმში მოახერხა, 3:2 დაწინაურდა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
ასტანის ტურნირის ფინალში, შესაძლოა, ქართული ფინალი ვიხილოთ. მეორე ნახევარფინალურ მატჩში ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე ბაკში ბულგარელ კუზმანოვს შეხვდება.