ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზის მასტერსზე პირველი თამაში მოიგო #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეწყვიტა ცხრათამაშიანი მოუგებელი სერია და 29 ივნისის შემდეგ პირველი თამაში მოიგო.
ქართველი ჩოგბურთელი პარიზის მატსერსზე პირველ წრეში ფრანგ ქვენტინ ჰალისს შეხვდა და ორ სეტში 6:3, 6:4 გაიმარჯვა.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ხორვატი მარინ ჩილიჩისა და იტალიელი ლორენცო მუსეტის მატჩში გაირკვევა.