ჩოგბურთი | მარიამ ბოლქვაძე სანდერლენდის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
სანდერლენდში მიმდინარე ITF-ის 35 000-იანი კატეგორიის ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.
მეოთხედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ლიხტენშტეინელი კატინა ვონ დეიხმანი სამ სეტში, 6:2, 2:6, 7:6 (7:0) დაამარცხა.
ფინალში გასასვლელად მარიამ ბოლქვაძე, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 481-ე ადგილზეა, შვეიცარიელ ვალენტინა რისერისა და ბრიტანელ სარა ბეთ გრეისს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
სანდერლენდის ტურნირზე ასევე გამოდიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მერვედფინალში ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა.