ჩინეთში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ცხრას კი, მაშველები ეძებენ.
მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ სუჩჟოუში მოხდა. სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო ნაწილობრივ ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 54-ნომრიანი სამსართულიანი სასტუმრო 2018 წელს გაიხსნა.
შენობის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.