ჩინეთში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ცხრას კი, მაშველები ეძებენ.

მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ სუჩჟოუში მოხდა. სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო ნაწილობრივ ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 54-ნომრიანი სამსართულიანი სასტუმრო 2018 წელს გაიხსნა.

შენობის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.