ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ერთის გარდა, ინფიცირების ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.
ამ დროისთვის ჩინეთში ინფიცირებული 3460 პაციენტი რჩება. უმეტესობა მათგანი ჰუბეის პროვინციაშია, სადაც გარდაცვალების ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შედეგად, ქვეყანაში, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3292-ს მიაღწია.