ჩინელი ჩოგბურთელი შუაი პენგი, რომელსაც უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევდნენ მას შემდეგ, რაც გოგონამ სახელმწიფო საბჭოს ყოფილი ვიცე-პრემიერი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, როგორც ჩანს, საზოგადოებაში გამოჩნდა.
China Open-ის ტურნირის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ პენგი პეკინში ბავშვთა საჩოგბურთო ტურნირს ესწრება.
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციას (WTA) ეს ფოტო არ მიაჩნია საკმარის მტკიცებულებად იმისა, რომ პენგი უსაფრთხოდაა.
ნოემბერში 35 წლის ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ყოფილი ვიცე-პრემიერისგან ჟან გაოლისგან. მოკლე პერიოდის განმავლობაში პენგის პუბლიკაცია წაშალეს, თავად ჩოგბურთელი კი კონტაქტზე აღარ გამოდიოდა.
მოგვიანებით, ჩინეთის სახელმწიფო არხის „ტვიტერზე“ გამოაქვეყნეს წერილი, რომელიც პენგმა გაუგზავნა WTA-ის ხელმძღვანელს სტივ საიმონს. წერილში ლაპარაკია იმაზე, რომ ჩოგბურთელი უარყოფს თავის ბრალდებებს ჟან გაოლის მისამართით.