ჩინეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც „სიენენი“ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებაზე დაყრდობით იუწყება, ყველა ახალი შემთხვევა უცხოეთთან იყო დაკავშირებული და შიდა გადადება არ დაფიქსირებულა.

უცხოეთთან დაკავშირებული შემთხვევების გამო, ჩინეთის ხელისუფლება უცხოეთიდან ჩასულ ყველა ადამიანს 14-დღიან სავალდებულო კარანტინში ათავსებს.

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 81 518 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 76 052 უკვე გამოჯანმრთელდა. 3 305 ადამიანისთვის კი კორონავირუსი ფატალური აღმოჩნდა.