ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. როგორც ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანდაცვის კომიტეტში განაცხადეს, ყველა შემთხვევა, გარდა ერთისა, იმპორტირებულია. საერთო ჯამში იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა 806-ს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა პირველად აღრიცხა ის პაციენტები, რომელთაც ვირუსის სიმპტომები თითქმის არ აქვთ. როგორც მთავრობა აცხადებს, ამჟამად ჩინეთში 1367 მსგავსი შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა ასეთი ინფიცირებული 14-დღიან კარანტინს გაივლის.