ჩინეთის საელჩო - ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი არის „ერთი ჩინეთის“ პრინციპის და ჩინეთ-აშშ-ის სამი ერთობლივი კომუნიკეს დებულებების სერიოზული დარღვევა
საქართველოში ჩინეთის საელჩო მკაცრად გმობს ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს. შესაბამის განცხადებას საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.
„ეს არის „ერთი ჩინეთის“ პრინციპის და ჩინეთ-აშშ-ის სამი ერთობლივი კომუნიკეს დებულებების სერიოზული დარღვევა. მას აქვს სერიოზული გავლენა აშშ-ჩინეთის ურთიერთობების საფუძველზე და ჩინეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული ხელყოფაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ჩინეთის საელჩო მიიჩნევს, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ჩასვლა ტაივანში სერიოზულად უთხრის ძირს ტაივანის სრუტეში მშვიდობასა და სტაბილურობას და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მომხრეთა „სეპარატისტულ“ ძალებს არასწორ სიგნალს უგზავნის.
შეგახსენებთ, ნენსი პელოსიმ ტაივანი დღეს დატოვა. ვაშინგტონი ტაივანის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და მასთან ოფიციალურად დიპლომატიური ურთიერთობებიც არ აქვს.