ჩინეთი თურქეთს სირიაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდებს
ჩინეთი თურქეთს სირიაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდებს

ჩინეთი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში საბრძოლო მოქმედებები შეაჩეროს. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო უწყებაში გააკეთეს. პეკინში აცხადებენ, რომ საერთაშორისო საკითხები ძალის გამოყენებით არ უნდა გადაიჭრას.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ თურქეთმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და დაუბრუნდეს პოლიტიკურ პროცესს, რათა პრობლემების დარეგულირება მოხერხდეს. ვითხოვთ, რომ თურქეთმა გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა, რათა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოება ერთიანი იყოს“, – განაცხადეს ჩინეთის საგარეო უწყებაში.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო, რომელიც სირიის ჩრდილოეთში ე.წ. „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას ისახავს მიზნად. თურქეთის არმიამ სირიის ჩრდილოეთში 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიკავა. სამხედრო ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების ინიციტივით გამოვიდა.