ჩინეთი ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის ევროპარლამენტში ვიზიტს გმობს
ჩინეთი ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის ევროპარლამენტში ვიზიტს გმობს

ჩინეთი გმობს ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის, სიაო მეიცინის ევროპარლამენტში ვიზიტს. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

„ჩინეთის მტკიცე წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპარლამენტმა ნება დართო „ტაივანის დამოუკიდებლობის“ წამყვან ფიგურებს, მონაწილეობა მიეღოთ სამიტში და ჩაეტარებინათ სეპარატისტული ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ძირს უთხრის ორმხრივ პოლიტიკურ ნდობას ჩინეთსა და ევროკავშირს შორის.

მეიცინის ვიზიტი ბრიუსელში 7 ნოემბერს შედგა, რომელიც წინასწარ არ იყო ცნობილი. მან ჩინეთის შესახებ საპარლამენტთაშორისო ალიანსის ყოველწლიურ ალიანსზე ისაუბრა, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში გაიმართა.