ჩინეთი კამბოჯასა და ტაილანდს შორის საზღვარზე ვითარების ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მხარეებს სადავო საკითხების დიალოგის გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს
ჩინეთი კამბოჯასა და ტაილანდს შორის საზღვარზე ვითარების ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მხარეებს სადავო საკითხების დიალოგის გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩინეთის საგარეო უწყებაში იმედი გამოთქვეს, რომ ორივე მხარე პრობლემების გადაჭრას დიალოგისა და კონსულტაციის გზით შეძლებს. ამასთან, სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ჩინეთი შეინარჩუნებს სამართლიან და მიუკერძოებელ პოზიციას.
„ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის ხელშეწყობას და დიალოგის წახალისებას ვითარების დეესკალაციაში კონსტრუქციული როლის შესრულებით“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გო ძიაკუნმა.
მანამდე, მიმდინარე თვეში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ კამბოჯას და ტაილანდს მოუწოდა, სასაზღვრო დავა დიალოგის გზით გადაჭრან.
ტაილანდისა და კამბოჯის ძალებს შორის საზღვრის სადავო რაიონში შეტაკებაა. ორივე მხარე ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებს.
ვითარება ტაილანდსა და კამბოჯას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთი დღით ადრე საზღვრის გასწვრივ ნაღმის აფეთქების შედეგად ტაილანდელი სამხედრო დაშავდა.
შეტაკებების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.