„ჩიხურას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს - საჩხერეში სამი ლეგიონერი დაიმატეს #1TVSPORT
„ჩიხურას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს - საჩხერეში სამი ლეგიონერი დაიმატეს #1TVSPORT

საჩხერის „ჩიხურას“ მიმდინარე სეზონში ალექსანდრე ხვედელიძე უხლემძღვანელებს, რომელიც ვეტერანი საჩხერელი ფეხბურთელია და წლების განმალობაში გუნდის საფეხბურთო აკადემიას ხელმძღვანელობდა.

ახალი მთავარი მწვრთნელის ასისტენტები იქნებიან ირაკლი ჭიღლაძე და შალვა დოღაძე. ახალი სამწვრთნელო სტაფის ხელმძღვანელობით ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი საჩხერის „ჩიხურა“ 2022 წელს ლიგა 3-ში გაატარებს.

საჩხერის „ჩიხურამ“ მესამე ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში „ზესტაფონს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ეს მიუხედავად იმისა, რომ „ზესტაფონი“ 52-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა. 79-ე წუთზე „ჩიხურამ” ნიკა ხარაიშვილის გოლით ანგარიში გაათანაბრა. ზესტაფონელებმა მაინც გაიმარჯვეს – გადამწყვეტი გოლი გიგა ამბროლაძემ (რომელსაც 42-ე წუთზე მასპინძელთა კიპერმა პენალტი აუღო) გაიტანა და საკუთარი შეცდომა გამოასწორა 1:2.

საჩხერეს „ჩიხურაში“ რამდენიმე ლეგიონერია – „ჩიხურაში“ კარიერას 23 წლის პერუელი ნახევარმცველი ფრანსუა ანტიკონა გააგრძელებს. მას გარდა, საჩხერის „ჩიხურაში“ კიდევ ორი ლეგიონერია – ტაკუია მიიაბაიაში და შაინ ჩეკალინი.