„ჩიხურამ“ პაუზა სპარინგით შეავსო - საჩხერელთა 15 წლის მეკარემ პენალტი მოიგერია
საჩხერის „ჩიხურამ“ ეროვნული ლიგის ტურის მომდევნო მატჩამდე ამხანაგური შეხვედრა ზესტაფონის „დავით აბაშიძე – არენაზე“ „ზესტაფონის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.
„ჩიხურას“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი საჩხერის საფეხბურთო სკოლის რამდენიმე წარმომადგენელმა ჩაატარა – თენგო ბუღაძემ (16 წლის); გიორგი შეყლაშვილმა (17 წლის); ნიკა კაპანაძემ (16 წლის); ავთო ცარციძემ (15 წლის) და გოდერძი ქურდაძემ (15 წლის).
აღსანიშნავია, რომ გიორგი შეყლაშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო 15 წლის გოდერძი ქურდაძემ პენალტის მოგერიება შეძლო. „ჩიხურამ“ შერეული შემადგენლობით ითამაშა და საბოლოოდ 6:2 მოიგო. შეყლაშვილის გარდა, დუბლით თავი გიორგი ბუხაიძემ გამოიჩინა, თითო გოლი გაიტანეს კახა კახაბრიშვილმა და ოთარ ჯავაშვილმა.