„ჩიხურადან“ „მერანში“ - სარდალიშვილი თბილისში ითამაშებს
„ჩიხურადან“ „მერანში“ - სარდალიშვილი თბილისში ითამაშებს
მიხეილ სარდალიშვილმა საჩხერის „ჩიხურა“ დატოვა და კარიერას თბილისის „მერანში“ გააგრძელებს – ეს ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან თავად დაადასტურა.
 
„აქამდე „ჩიხურას“ წინადადებას ველოდებოდი, რადგან ამ გუნდში ოთხი წელი ვითამაშე, მიყვარს და თავს კარგად ვგრძნობდი. საბოლოოდ, მაინც წამოსვლა მომიხდა და „მერანის“ წინადადებას დავთანხმდი. ეს გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, ამბიციები გააჩნია და ეროვნულ ლიგაშიც მიზნად მოწინავე ადგილზე გასვლა დაისახეს. ასეთ გუნდში თამაში ჩემთვის მისაღებია“ – ამბობს მიხეილ სარდალიშვილი.
27 წლის შემტევი ნახევარმცველი 2019 წელს საჩხერის „ჩიხურაში“ ჩატარებულ 34 მატჩში გატანილი 8 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამავე დროს, 8 საგოლე გადაცემით ეროვნული ლიგის საუკეთესო ასისტენტიც იყო.