ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატისათვის საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების შემადგენლობაში მთავარმა მწვრთნელმა, ბექა როყუამ ათივე წონითი კატეგორიაში ქვეყნის ჩემპიონები შეიყვანა.
ეროვნულ გუნდს ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე და ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი წარუძღვებიან.
55 კგ – ნუგზარ წურწუმია (ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდებში 2016, 2017)
60 კგ – დავით ჩხარტიშვილი ( მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში 2016)
63 კგ – ლევან ქავჟარაძე (ევროპის ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდებში 2016)
67 კგ – შმაგი ბოლქვაძე (ოლიმპიური პრიზიორი 2016, ევროპის პრიზიორი 2016, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ახალგაზრდებში 2014 და 23-წლამდელთა შორის)
72 კგ – იური ლომაძე
77 კგ – თორნიკე ძამაშვილი (მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდები 2012)
82 კგ – ზურაბ დათუნაშვილი (ევროპის 2-გზის ჩემპიონი 2016-2017)
87 კგ – რობერტ კობლიაშვილი (ევროპის ვიცე-ჩემპიონი 2016, მსოფლიო პრიზიორი 2017)
97 კგ – კუკური კირცხალია (ევროპის ვიცე-ჩემპიონი და პრიზიორი U23 – 2016-2017)
130 კგ – იაკობ ქაჯაია (ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში 2013 და U23 – 2016)
ჩვენი ნაკრები კასპიისკში 28 აპრილს გაემგზავრება და ევროპირველობაზე პირველები იასპარეზებენ.
30 აპრილი – წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები 55, 63, 77, 87 და 130 კგ, ფინალური ბლოკი 1 მაისს.
1 მაისი – წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები 60, 67, 72, 82 და 97 კგ, ფინალური ბლოკი 2 მაისს გაიმართება.
წყარო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია