ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების საქმეზე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები განახლდა
ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების საქმეზე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები განახლდა

ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების საქმეზე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს.

პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და თვითმხილველების გამოკითხვები გრძელდება.

მათივე ცნობით, ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, ამიტომ სასამართლო წესით გამოიკითხებიან.

საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა. ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების საქმეზე პირველი არხის სპორტული ფოტოკორესპონდენტი თამარ ყულუმბეგაშვილი გამოიკითხა. სამართალდამცველებს კითხვები მის მიერ გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით ჰქონდათ და აინტერესებდათ, დაინახა თუ არა ჩხუბის დაწყების მომენტი.