ჭიდაობა | ოთინაშვილი, ელბაქიძე და გამყრელიძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
ჭიდაობა | ოთინაშვილი, ელბაქიძე და გამყრელიძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოასპარეზე სამი ქართველი ფალავანი – გოგა ოთინაშვილი (65 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

გუშინ, 24 ოქტომბერს ტურნირზე ჩვენი ნაკრებისთვის პირველი მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ანდრო მარგიშვილს (92კგ), მაგრამ ქართველი მოჭიდავე მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე გიორგი ელბაქიძე და ვლადიმერ გამყრელიძე ჩემპიონების რანგში ასპარეზობენ. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.