ჭიდაობა | გიორგი იანტბელიძე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი #1TVSPORT
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებული ფედერაციის მიერ 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი.
ჭიდაობის ორგანიზაციამ თავისუფალ ჭიდაობაში ასევე 2023 წლის საუკეთესო ხუთი ფალავანიც დაასახელა:
დავიდ ტეილორი (აშშ, 86 კგ) – 45 000 ქულა
ისმაილ მუსუკაევი (უნგრეთი, 65 კგ) – 62 520
ამირ ჰოსეინ აბას ზარე (ირანი, 125 კგ) – 69 000
ზაურბეკ სიდაკოვი (ნეიტრალური გუნდი, 74 კგ) – 45 000
ახმედ ტაჟუდინოვი (ბრუნეი, 97 კგ) – 87 520
აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა შორის ქართველი მოჭიდავეები ვერ მოხვდნენ.