ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) კონტინენტის პირველობისთვის მონაწილე ნაკრებების წინასწარი შემადგენლობები გამოაქვეყნა. ჩვენს გუნდს ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში და ბერძნულ-რომაულშიც 10-10 წარმომადგენელი ეყოლება.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები: რობერტ დინგაშვილი (57 კგ), გიორგი ღონიაშვილი (61 კგ), გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ), გიორგი გოგრიჭიანი (74 კგ), ავთანდილ კენჭაძე (79 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები: ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ფრიდონ აბულაძე (60 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), იური ლომაძე (77 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ), აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ), გიორგი მელია (97 კგ), იაკობ ქაჯაია (130 კგ).

ევროპის ჩემპიონატს 12-19 თებერვალს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს.

2023 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა. თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი გახდა, გენო პეტრიაშვილი – ვერცხლს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე დაეუფლნენ. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი ლერი აბულაძე გახდა, ჯონი ხეცურიანი მეორე ადგილზე გავიდა, ნუგზარ წურწუმიამ, ლაშა გობაძემ და იაკობ ქაჯაიამ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.