ჭიდაობა | ელბაქიძემ და გამყრელიძემ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
ჭიდაობა | ელბაქიძემ და გამყრელიძემ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ორმა ქართველმა ფალავანმა – გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში გამყრელიძემ ნეიტრალური დროშით გამომსვლელი დმიტრი ძენისენია პირველივე რაუნდში აშკარა უპირატესობით დაამარცხა, ელბაქიძემ კი თურქ ბურაკ შინინს სძლია.

გუშინ, 24 ოქტომბერს ტურნირზე მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ანდრო მარგიშვილს (92 კგ), მაგრამ ქართველი მოჭიდავე მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოასპარეზე ნაკრებმა შეჯიბრი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე გიორგი ელბაქიძე და ვლადიმერ გამყრელიძე მოქმედი ჩემპიონების რანგში ასპარეზობდნენ. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.