ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარე  ყოფილ მერთან დაპირისპირებას გამორიცხავს
ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარე  ყოფილ მერთან დაპირისპირებას გამორიცხავს

ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, ჭიათურის მერთან, ირაკლი ნადირაძესთან დაპირისპირებას გამორიცხავს.

როგორც ალექსანდრე ციციქიშვილმა პირველ არხს განუცხადა, საკრებულოს წევრებსა და ჭიათურის მერს შორის სამსახურებრივ საქმიანობაზე დაპირისპირება არ ყოფილა.

„ჩვენ ერთობლივად ვიღებდით გადაწყვეტილებას, რაც უკავშირდებოდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს. შესაძლოა, რაიმე პირადი სახის დაპირისპირება ყოფილიყო საკრებულოს რომელიმე წევრსა და პაატა ნადირაძეს შორის, თუმცა ამ დაპირისპირების შესახებ მე არაფერი მსმენია”, – განაცხადა ალექსანდრე ციციქიშვილმა.

პაატა ნადირაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. ჭიათურის მერმა განცხადება გაავრცელა, გადადგომის მიზეზად საკრებულოს წევრებთან, მაჟორიტარ დეპუტატთან და პოლიციის უფროსთან უთანხმოება დაასახელა.