პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ჭიათურის მერიის თანამშრომელი დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ჭიათურის მერიის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა,  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დ.ბ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში იმ დროს დააკავეს, როდესაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ, დ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება „მეტადონის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული კი, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი  ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი