ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით უკრაინაში დღეს მემორიალური ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებშიც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი.
1986 წლის 26 აპრილს აფეთქება უკრაინაში, ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ენერგობლოკზე მოხდა. აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ხანძრისა და აფეთქების შემდეგ რადიოაქტიური ნივთიერება არა მხოლოდ უკრაინის მასშტაბით, არამედ რუსეთში, ბელარუსში და ევროპის ქვეყნებშიც კი გავრცელდა.
აფეთქების შემდეგ 10 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, რამდენიმე დღეში კი ევაკუაციის ზონა 30 კილომეტრამდე გაფართოვდა. საერთო ჯამში, ტერიტორიიდან 200 000 ადამიანი გაიყვანეს.
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფა ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.