ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები გაუქმდა – უეფა-მ ახალი წილისყრა დანიშნა #1TVSPORT
თბილისის დროით 15 საათზე უეფა-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წილისყრა. თუმცა მოგვიანებით იმავე უეფა-მ წილისყრის შედეგები ბათილად სცნო. მიზეზი – გუნდების კალათებში განაწილებისას დაშვებული შეცდომაა.
საქმე ის არის, რომ წილისყრისას კალათიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარწერიანი ბურთულა რომ ამოიღეს, მისი მეტოქე „ვილიარეალი“ უნდა ყოფილიყო, თუმცა რადგან ეს გუნდები ერთ ჯგუფში იყვნენ, „იუნაიტედი“ პსჟ-ს შეხვდა, „ვილიარეალი“ – „მანჩესტერ სიტის“.
მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ შეცდომით მოხვდა იმ კალათაში, რომლის მეტოქეც „ატლეტიკო“ არ უნდა ყოფილიყო. მადრიდელებმა ეს ნიუანსი საჩივრის შესატანად გამოიყენეს და უეფა იძულებული გახდა ხელახალი წილისყრა დაენიშნა.
ასე და ამგვარად, ჩემპიონთა ლიგის წილისყრა დღეს, 13 დეკემბერს თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.
Following a technical problem with the software of an external service provider that instructs the officials as to which teams are eligible to play each other, a material error occurred in the draw for the UEFA Champions League Round of 16.
— UEFA (@UEFA) December 13, 2021