ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონში ხუთ გუნდს იტალია და გერმანია გაიყვანენ #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონში ხუთ გუნდს იტალია და გერმანია გაიყვანენ #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 2024/2025 წლის სეზონში უეფა-ს მთავარ საკლუბო ტურნირზე ხუთი გუნდით იტალია და გერმანია იასპარეზებენ.

იტალიამ, კოეფიციენტის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე გუნდის გაყვანის უფლება რამდენიმე კვირის წინ მიიღო, ხოლო გერმანიამ ეს უფლება დორტმუნდის „ბორუსიის“ ნაჩვენები შედეგის შემდეგ მოიპოვა.

„ბორუსიამ“ საკუთარ მოედანზე პსჟ 1:0 დაამარცხა და ინგლისისთვის გერმანია კოეფიციენტით უკვე მიუწვდომელია.

ამ მომენტისთვის გერმანიის ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზე სწორედ „ბორუსიაა“, ჩემპიონატის დასრულებამდე კი სამი ტურია დარჩენილი. დორტმუნდელებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება მიმდინარე სეზონში ამ ტურნირის მოგებითაც შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უეფა-მ ჩემპიონთა ლიგაზე ახალი ფორმატი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, შეჯიბრებაზე 36 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.