ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპის ლიგაზე „ოთხთა ფინალის“ ჩატარებას გეგმავენ
ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპის ლიგაზე „ოთხთა ფინალის“ ჩატარებას გეგმავენ

უეფას სამუშაო ჯგუფმა ევროპული კლუბების ასოციაციასთან (ECA) და ევროპული ლიგების წარმომადგენლებთან ერთად წარმოადგინა ევროთასების დარჩენილი თამაშების კალენდრის ახალი ფორმატი.

გეგმის მიხედვით, ევროთასების მეოთხედფინალები ერთმატჩიანი იქნება, შემდეგ კი ოთხი საუკეთესო გუნდი გამარჯვებულს გამოავლენს „ოთხთა ფინალის“ ფორმატში. ჩემპიონთა ლიგაზე მსგავსი მინი-ტურნირი სტამბოლმა უნდა მიიღოს, ევროპის ლიგაზე – გდანსკმა.

ამასთან, ევროპის ლიგა განახლდება 6 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი – 8 აგვისტოდან დაიწყება. ეს არის წინასწარი კალენდარი, რომელმაც შეიძლება გადაწიოს მომდევნო სეზონის დასაწყისი, რადგან ფეხბურთელები შვებულებაში სექტემბერში წავლენ.