ქალაქ ნიონში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველი ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ევროპის მთავარი საკლუბო საფეხბურთო ტურნირი წელს ახალი ფორმატით ტარდება. შეჯიბრებაში 36 გუნდი მონაწილეობდა. საუკეთესო 8 გუნდმა პირდაპირ 1/8-ფინალური ეტაპის საგზური მიიღო, ხოლო დანარჩენი 8 გუნდი პლეი ინის შემდეგ გაირკვევა.
პლეი ინის ეტაპზე მონაწილეობას მე-9-დან 24-ე ადგილის ჩათვლით გასული გუნდები მიიღებენ, ხოლო 12-მა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა.
პლეი ინის წილისყრის შედეგები:
„ბრესტი“ – პსჟ
„მანჩესტერ სიტი“ – მადრიდის „რეალი“
„ბრიუგე“ – „ატალანტა“
„იუვენტუსი“ – პსვ
„მონაკო“ – „ბენფიკა“
„სპორტინგი“ – „დორტმუნდი“
„სელტიკი“ – „ბაიერნი“
„ფეიენოორდი“ – „მილანი“
ჩემპიონთა ლიგის პლეი ინის პირველი მატჩები 11-12 თებერვალს ჩატარდება, ხოლო განმეორებითი – 18-19 თებერვალს.