ჩემპიონთა ლიგა - „მანჩესტერ სიტიმ“ ნორვეგიაში სენსაციურად წააგო [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა - „მანჩესტერ სიტიმ“ ნორვეგიაში სენსაციურად წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მე-7 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად 1:3 წააგო ნორვეგიულ „ბოდო გლიმტთან“.

პირველ ტაიმში კასპერ ჰოგმა ორი წუთის ინტერვალით დუბლი შეასრულა. ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა მას ოლე ბლუმბერგმა გაუკეთა. 58 წუთზე იენს-პეტერ ჰაუგემ ულამაზესი გოლით სხვაობა სამ გოლამდე გაზარდა. მე-60 წუთზე რაიან შერკიმ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ძალიან მალე როდრიმ ერთ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და „სიტი“ 10 ფეხბურთელით დატოვა მოედანზე.

ბოლო ტურის წინ, „მანჩესტერ სიტი“ 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა, „ბოდო გლიმტმა“ ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო და 27-ე ადგილს იკავებს ექვსი ქულით.