ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, II ტური - H ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, II ტური - H ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* 16 წლისა და 83 დღის ლამინ იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. მან გააუმჯობესა სელესტინ ბაბაიაროს (16 წლის, 86 დღის) რეკორდი, რომელიც 1994 წელს „ანდერლეხტში“ თამაშისას დაამყარა.

* ჩავიმ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში მე-100 მატჩი ჩაატარა. ის კატალონური კლუბის ისტრორიაში მე-11 მწვრთნელია, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია. ჩავის 64 მოგება, 17 ფრე და 19 წაგება აქვს.

* „ბარსელონას“ ამ სეზონში არ წაუგია – 10 ოფიციალურ მატჩში რვა მოგება და ორი ფრე.

* „შახტარმა“ შეწყვიტა ჩემპიონთა ლიგაზე ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია.

 

ანტვერპენი-შახტარი      2:3

გოლები: 1:0 მუია (3), 2:0 ბალიკვიშა (33), 2:1 სიკანი (48), 2:2 რაკიცკი (71), 2:3 სიკანი (76)

 

პორტუ-ბარსელონა         0:1

გოლი: 0:1 ფერან ტორესი (45)

 

1. ბარსელონა 2 2 0 0 6-0 6
2. პორტუ 2 1 0 1 3-2 3
3. შახტარი 2 1 0 1 4-5 3
4. ანტვერპენი 2 0 0 2 2-8 0