ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, II ტური – E ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „ატლეტიკოს“ ფორვარდმა, ალვარო მორატამ სეზონში მესამე დუბლი შეასრულა. ესპანელს რვა მატჩში შვიდი გოლი აქვს გატანილი.
* მორატამ ჩემპიონთა ლიგაზე 25-ე გოლი გაიტანა. მან გაუსწრო სესკ ფაბრეგასს და ტურნირის ესპანელ ბომბარდირებს შორის მესამე ადგილზე გადავიდა. მასზე წინ არიან – რაული (71) და ფერნანდო მორიენტესი (33).
* „ატლეტიკომ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო ბურთების შეფარდებით – 11:5.
ატლეტიკო-ფეიენოორდი 3:2
გოლები: 0:1 ერმოსო (7-საკ. კარში), 1:1 ალვარო მორატა (12), 1:2 ჰანცკო (34), 2:2 გრიზმანი (45), 3:2 ალვარო მორატა (47)
სელტიკი-ლაციო 1:2
გოლები: 1:0 ფურუჰასი (12), 1:1 ვესინო (29), 1:2 პედრო (90)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ატლეტიკო | 2 | 1 | 1 | 0 | 4-3 | 4 |
| 2. ლაციო | 2 | 1 | 1 | 0 | 3-2 | 4 |
| 3. ფეიენოორდი | 2 | 1 | 0 | 1 | 4-3 | 3 |
| 4. სელტიკი | 2 | 0 | 0 | 2 | 1-4 | 0 |