ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, II ტური – C ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „რეალი“ და „ნაპოლი“ მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს. ესპანურ კლუბს ოთხი მოგება და ერთი ფრე აქვს.
* „რეალს“ ამ სეზონში 10 მატჩში ცხრა მოგება აქვს.
* შეწყდა „ნაპოლის“ საშინაო 13-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩემპიონთა ლიგაზე.
* ჯუდ ბელინგემს ამ სეზონში ცხრა ოფიციალურ მატჩში რვა გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა აქვს. ეს საუკეთესო მაჩვენებელია TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატში მოთამაშე ნახევარმცველებს შორის.
* ბელინგემი „რეალის“ მესამე ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის პირველ ორ მატჩში გაიტანა. მანამდე ეს შეძლეს კრისტიან კარამბემ (1998) და კრიშტიანო რონალდომ (2009).
* ვინისიუსმა მე-16 გოლი გაიტანა „რეალის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე. ის გაუთანაბრდა რობერტო კარლოსს და მადრიდული კლუბის ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელია ტურნირზე.
* ტონი კროოსმა მე-100 მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ რიგებში. ის პირველი გერმანელია, ვინც ამ მაჩვენებელს მიაღწია არგერმანულ კლუბში.
* პიოტრ ზელინსკიმ „ნაპოლიში“ 50-ე გოლი გაიტანა. ამისთვის მას 338 მატჩი დასჭირდა. ჩემპიონთა ლიგაზე მას შვიდი გოლი აქვს – ყველაზე მეტი „ნაპოლის“ ნახევარმცველებს შორის.
* „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 15 მატჩიდან 14 მოუგო იტალიურ გუნდებს. ამ სერიისას მადრიდულმა კლუბმა გასვლაზე შვიდიდან შვიდჯერ მოიგო.
ნაპოლი-რეალი 2:3
გოლები: 1:0 ოსტიგორი (19), 1:1 ვინისიუსი (27), 1:2 ბელინგემი (34), 2:2 ზელინსკი (54-პენ), 2:3 მერეტი (78-საკ. კარში)
უნიონი-ბრაგა 2:3
გოლები: 1:0 ბეკერი (30), 2:0 ბეკერი (37), 2:1 ნიაკატე (41), 2:2 ბრუმა (51), 2:3 ანდრე კასტრო (90)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. რეალი | 2 | 2 | 0 | 0 | 4:2 | 6 |
| 2. ნაპოლი | 2 | 1 | 0 | 1 | 4:4 | 3 |
| 3. ბრაგა | 2 | 1 | 0 | 1 | 4:4 | 3 |
| 4. უნიონი | 2 | 0 | 0 | 2 | 2:4 | 0 |