ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, I ტური - H ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, I ტური - H ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* რობერტ ლევანდოვსკის ევროტურნირებზე 100 გოლი დაუგროვდა – ჩემპიონთა ლიგაზე მას 92 გოლი აქვს, ევროპის თასზე – რვა გოლი. ამისთვის პოლონელს 139 მატჩი დასჭირდა. ლევანდოვსკიმდე ევროტურნირებზე 100 გოლი მხოლოდ ლიონელ მესიმ (129) და კრიშტიანო რონალდომ (145) გაიტანეს.

* ლევანდოვსკიმ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა „ბარსელონას“ შემადგენლობაში. მანამდე პოლონელი ზედიზედ ოთხი მატჩი ვერ იტანდა.

* 35 წლისა და 29 დღის ლევანდოვსკი „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, ვინც ტურნირზე გოლი გაიტანა. აქამდე რეკორდი ჟერარ პიკეს (34 წლისა და 260 დღის) ეკუთვნოდა.

* ჟოაო ფელიქსმა „ბარსელონაში“ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. პორტუგალიის ნაკრების მატჩების გათვალისწინებით, ფელიქსი, ზედიზედ სამი მატჩია, უგოლოდ არ ტოვებს მოედანს. ბოლოს ასეთი რამ მის კარიერაში 2018 წელს მოხდა.

* „ბარსელონამ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, ბურთების შეფარდებით – 18:4.

* 16 წლისა და 68 დღის ლამინ იამალი ჩემპიონთა ლიგის მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ტურნირზე ითამაშა. რეკორდსმენია იუსუფა მუკოკო „დორტმუნდიდან“ – 16 წლის და 18 დღის.

 

ბარსელონა-ანტვერპენი             5:0

გოლები: 1:0 ჟოაო ფელიქსი (11), 2:0 ლევანდოვსკი (19), 3:0 ბატაი (22-საკ. კარში), 4:0 გავი (54), 5:0 ჟოაო ფელიქსი (66)

 

შახტარი-პორტუ 1:3

გოლები: 0:1 გალენო (8), 1:1 კელსი (13), 1:2 გალენო (15), 1:3 თარემი (29)