ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, II ტური – A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ 36 მატჩია არ მარცხდება და ზედიზედ 15 მოგება აქვს. ორივე ტურნირის რეკორდია.
* „ბაიერნის“ ფორვარდმა, თომას მიულერმა 101-ე მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა იკერ კასილიასს. ამ დუეტზე წინ მხოლოდ კრიშტიანო რონალდოა – 115 მოგება.
* „ბაიერნის“ ფორვარდი მატის ტელი ამ სეზონში საშუალოდ ყოველ 49 წუთში ახერხებს გოლის გატანას. ეს საუკეთესო მაჩვენებელია TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის.
* სეზონის პირველ 10 მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 18 გოლი გაუშვა. ბოლო 57 წლის განმავლობაში ეს „იუნაიტედის“ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
* „მანჩესტერ იუნაიტედს“ ორ ტურში შვიდი გოლი აქვს გაშვებული – ყველაზე მეტი იმ 16 გუნდს შორის, რომლებმაც ორი ტური ჩაატარეს.
* „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი რასმუს ჰოილუნდი (20 წლის, 241 დღის) ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავის პირველ ორ მატჩში გაიტანა. მან ერლინგ ჰალანდის რეკორდი გააუმჯობესა.
* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 14 საშინაო მატჩიდან ზუსტად ნახევარი წააგო. მანამდე გუნდს შვიდი წაგება შინ 96 მატჩში ჰქონდა.
მანჩესტერ იუნ-გალათასარაი 2:3
გოლები: 1:0 ჰოილუნდი (17), 1:1 ზაჰა (23), 2:1 ჰოილუნდი (67), 2:2 აქთიუროგლუ (71), 2:3 იკარდი (81)
კოპენჰაგენი-ბაიერნი 1:2
გოლები: 1:0 ლერაგერი (55), 1:1 მუსიალა (67), 1:2 ტელი (83)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ბაიერნი | 2 | 2 | 0 | 0 | 6:4 | 6 |
| 2. გალათასარაი | 2 | 1 | 1 | 0 | 5:4 | 4 |
| 3. კოპენჰაგენი | 2 | 0 | 1 | 1 | 3:4 | 1 |
| 4. მანჩესტერ იუნ | 2 | 0 | 0 | 2 | 5:7 | 0 |