ჩემპიონთა ლიგა იწყება - ზიდანი მანჩესტერში მოსაგებად ჩავიდა
ჩემპიონთა ლიგა იწყება - ზიდანი მანჩესტერში მოსაგებად ჩავიდა

7 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგა განახლდება. კორონავირუსის პანდემიის გამო ოთხ წყვილში მხოლოდ პირველი მატჩები გაიმართა, განმეორებითები 7 და 8 აგვისტოს შედგება.

დღეს ითამაშებენ მანჩესტერ სიტი-რეალი და იუვენტუსი-ლიონი.

 

23:00 მანჩესტერ სიტი-რეალი

(პირველი მატჩი 2:1)

სავარაუდო შემადგენლობები:

სიტი: ედერსონი, უოკერი, ლაპორტი, ფერნანდინიო, ზინჩენკო, გიუნდოგანი, როდრი, დე ბრუინი, სტერლინგი, მაჰრეზი, ჟეზუში.

რეალი: კურტუა, მენდი, ვარანი, მილიტაო, კარვახალი, კროოსი, კაზემირო, ვალვერდე, აზარი, როდრიგო, ბენზემა.

 

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): „ჩვენთვის ყველა მატჩი ფინალია. „რეალი“ თითოეულ ტურნირზე მოგებისთვის იბრძვის და თუ ჩემპიონობა გვინდა, ოთხივე დარჩენილი მატჩი უნდა მოვიგოთ. მათ შორის, გასვლითი შეხვედრა მანჩესტერში.“

ხოსეპ გვარდიოლა (სიტის მწვრთნელი): „ჩემი გუნდი მშვენიერ ფორმაშია. „რეალთან“ პირველი მატჩი დამაჯერებლად ჩავატარეთ და შინაც ასევე ვაპირებთ თამაშს. საერთოდაც, „სიტი“ მზადაა ჩემპიონობისთვის.“

 

23:00 იუვენტუსი-ლიონი

(პირველი მატჩი 0:1)

სავარაუდო შემადგენლობები:

იუვენტუსი: შჩესნი, კუადრადო, ლიხტი, ბონუჩი, სანდრო, ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი, ბერნარდესკი, დიბალა, რონალდო.

ლიონი: ლოპეში, დიუბუა, ანდერსენი, დენაიერი, მარსალი, აუარი, მედესი, ეკამბი, რენ-ადელაიდი, დეპაი, დემბელე.

 

იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „იუვენტიუსის“ მწვრთნელის, მაურიციო სარის ბედი დამოკიდებულია „იუვესა“ და „ლიონის“ დაპირისპირების შედეგზე. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მან გაკვირვება გამოხატა:

„რატომ ფიქრობთ, რომ ეს ჩემი ბოლო თამაში იქნება? გუნდთან ერთად მომდევნო ეტაპზე გასვლას ვაპირებ, კარგ ფორმაში ვართ და ნამდვილად შეგვიძლია „ლიონის“ ბარიერის დაძლევა. შემდეგ რა იქნება, ამას მომავალში ვნახავთ“.