ჩემპიონთა ლიგა III ტური - H ჯგუფის ფაქტები და შედეგები
ჩემპიონთა ლიგა III ტური - H ჯგუფის ფაქტები და შედეგები
ფაქტები:
* „აიაქსი“ 446 წუთის განმავლობაში გოლს არ უშვებდა ევროტურნირებზე.
* 2016-17 წლების სეზონიდან მოყოლებული, ბატშუაის ცხრა გოლი აქვს გატანილი შეცვლაზე შესვლის შემდეგ.
* „ლილს“ 25 დარტყმა ჰქონდა მატჩში, მაგრამ გაიტანა მხოლოდ ბოლო დარტყმიდან.
შედეგები:
აიაქსი-ჩელსი 0:1
გოლი: 0:1 ბატშუაი (86)
აიაქსი: ონანა – დესტი, ველტმანი (89. ჰუნტელაარი), ბლინდი, ტალიაფიკო – ალვარესი (89. ს. დე იონგი) – ვან დე ბეეკი, მარტინესი – ზიეჩი, პრომესი (74. ნერეში), ტადიჩი.
ჩელსი: არისაბალაგა – ასპილიკუეტა, ზუმა, ტომორი – ჰადსონ-ოდოი (90. ჯეიმსი), კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, ალონსო – ვილიანი (66. პულიშიჩი), აბრაჰამი (71. ბატშუაი), მაუნტი.
ლილი-ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 ჩერიშევი (63), 1:1 იკონე (90+5)
ლილი: მენიანი – ჩელიკი, ფონტე, დიალო (87. ბამბა), ბრადარიჩი – გაბრიელი – იაზიჩი (71. რემი), ანდრე, სუმარე, ლუიზ არაუჟო (65. იკონე) – ოსიმენი.
ვალენსია: სილესენი – ვასი, გაბრიელი, დიახაბი, კოშტა – კოკელენი, პარეხო, კონდოგბია (46. სოლერი), ჩერიშევი (87. გარაი) – გომესი, გამეირო (65. ლი კანგინი).
გათამაშების ცხრილი
1. აიაქსი – 6 ქულა
2. ჩელსი – 6
3. ვალენსია – 3
4. ლილი – 1