ჩემპიონთა ლიგა: „ეინდჰოვენმა“ ჯგუფური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

10:03, 22.08.2018
BORISOV, BELARUS - AUGUST 21: (L-R) Stanislav Dragun of Bate Borisov, Jorrit Hendrix of PSV  during the UEFA Champions League  match between Bate Borisov v PSV at the Borisov Arena on August 21, 2018 in Borisov Belarus (Photo by Edwin van Zandvoort/Soccrates/Getty Images)

გუშინ, 21 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სამი მატჩი გაიმართა. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ადგილობრივი „ცრვენა ზვეზდა“ ავსტრიულ „რედ ბულს“ დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და 0-0 დასრულდა. ბელარუსის ქალაქ ბორისოვოში ადგილობრივმა „ბატემ“ ნიდერლანდების „პსვ ეინდჰოვენს“ უმასპინძლა და მატჩი ანგარიშით 2-3 დათმო. მესამე მატჩი პორტუგალიაში, „ბენფიკასა“ და სალონიკის „პაოკს“ შორის შედგა და ფრედ, 1-1 დასრულდა.

დღეს პლეიოფის კიდევ სამი მატჩი გაიმართება: ამსტერდამის „აიაქსი“ კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს, უნგრული „ვიდი“ ათენის აეკს შეხვდება, ხოლო შვეიცარიული „იანგ ბოისი“ ზაგრების „დინამოსთან“ გაარკვევს ურთიერთობას.

განმეორებით მატჩები 28-29 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი